ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"საქართველოს უკანასკნელი ბერკეტი რუსეთზე ზემოქმედებისა-მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაა"-აცხადებს სოსო ცისკარიშვილი


აფხაზეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, ოჩამჩირის რაიონში კიდევ ერთი რუსული ბაზა გახსნეს კონფლიქტის ზონაში განლაგებულმა რუსმა სამშვიდობოებმა, სადაც მძიმე ტექნიკა განალაგეს. ექსპერტთა თქმით ახალი ბაზა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე მდებარეობს, აქედან გალის დაბალი და მაღალი ზონის ყველა შესასვლელი გზა კონტროლირდება.

ჟენევაში კი მოსკოვსა და თბილისს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე. საქართველო პოზიციას არ იცვლის და რუსეთის გაწევრიანებას მხარს არ უჭერს. - მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ანექსიის საფრთხე ემუქრება, თბილისის მხრიდან რუსეთის გაწევრიანებაზე დათანხმება წარმოუდგენელია! - აცხადებენ თბილისში. რატომ აქვს საქართველოს გადამწყვეტი ხმა?

ექსპერტ სოსო ცისკარიშვალის თქმით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდება ითვალისწინებს მისი ყველა წევრის თანხმობას, ახალი წევრის მიღების შემთხვევაში. სწორედ ეს არის უკანასკნელი ბერკეტი, რომელიც საქართველოს ხელთ აქვს საერთაშორისო ურთიერთობათა ცივილიზებული ფორმით რუსეთთან საქმიანობის წარმართვისას..

XS
SM
MD
LG