ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის პრეზიდენტის განცხადებით განაწყენებულმა პაკისტანმა ავღანეთის ელჩი დაიბარა


ავღანეთის პრეზიდენტის კარზაის კომენტარით განაწყენებულმა პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ავღანეთის ელჩი გამოიძახა. პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ გუშინ განაცხადა, რომ თუ პაკისტანი თავად ვერ ახერხებს საზღვრის გაკონტროლებას, მაშინ ავღანეთის ჯარი შევა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, სადაც თალიბები არიან გამაგრებულნი და საიდანაც ისინი თავდასხმებს აწყობენ ავღანეთზე. პაკისტანმა პროტესტი გამოხატა კარზაის კომენტარზე. პაკისტანთან მოსაზღვრე ავღანეთის პატიკას რეგიონში კი ასობით პრეზიდენტ კარზაის ნათქვამის მხარდამჭერი გამოვიდა ქუჩებში. პაკისტანი აცხადებს, რომ როგორც სუვერენული ერი იგი არ მოითმენს ასეთ დამოკიდებულებას.

XS
SM
MD
LG