ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის კონსტიტუციის დამტკიცების ირგვლივ მოლაპარაკებები გრძელდება


ევროკავშირის ახალი ხელშეკრულების ირგვლივ მოთათბირების მიზნით, საფრანგეთის პრეზიდენტი ცენტრალური ევროპის ქვეყნების ლიდერებს ხვდება.

ევროკავშირის ახალი ხელსეკრულების ირგვლივ მოთათბირების მიზნით, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ცენტრალური ევროპის ქვეყნების ლიდერებს ხვდება. დღეს იგი პრაღაში მიემგზავრება. გასულ კვირას ირლანდიელებმა არ მიიღეს ზემოხსენებული ევროკავშირის სარეფორმო ხელშეკრულება. ბატონი სარკოზი პოლონეთის, სლოვაკიის, უნგრეთის და ჩეხეთის პრეზიდენტებს შეხვდება. ირლანდიელების მიერ გადადგმული ნაბიჯის მიუხედავად იგი მაინც მოუწოდებს რეფორმის მხარდაჭერისკენ. საფრანგეთი მომავალ თვეს ევროკავსირის გარდამავალ პრეზიდენტობას ირებს. სარკოზის თქმით, ირლანდიელთა ნაბიჯმა ევროკავშირის რეფორმების პროცესს დამატებითი სიძნელეები შეუქმნა. “მაგრამ ეს შიძნელეები კრიზისად არ უნდა ვაქციოთ”. განაცხადა მან. ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა ხელშეკრულების საერთოდ დავიწყებისკენ მოუწოდა, ვინაიდან მის მიღებას ევროკავშირის ოცდასვიდივე წევრი ქვეყნის რატიფიცირება ესაჭიროება. დღეს ლუქსემბურგში, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ირლანდიას ხელმეორე რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობაზე ესაუბრებიან.

XS
SM
MD
LG