ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების ცენტრალურ ნაწილში წყალდიდობები გახშირდა


შეერთებული შტატების ცენტრალურ ნაწილში წყალდიდობების შედეგად დაგუბებული წყალი ნელ-ნელა უკან იხევს. თუმცა აიოვას შტატში ჯერ-ჯერობით კიდევ არსებობს ახალი შტორმის ჩამოყალიბების შიში. ხელისუფლებამ წყალდიდობით ყველაზე დიდად დაზარალებული ქალაქიდან სიდარ რაპიდსიდან ოცდაოთხი ათასი ადამიანის ევაკუირება მოახდინა. შტატის დედაქალაქ დეს მოინში კი ჯებირის გამოხეთქვის გამო ორას სამოცდაათი სახლის ბინადრთა გახიზნვა მოუწიათ. წყალმა აგრეთვე აიოვა სითისაც შეუტია. პარიზში მყოფმა პრეზიდენტმა ბუშმა გუშინ გულისტკივილი გამოუხატა წყალდიდობით დაზარალებულ ხალხს.

XS
SM
MD
LG