ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესპანეთში პოლიციამ რუსული მაფიის რგოლი გაანადგურა


ესპანეთში პოლიციამ რუსული მაფიის რგოლი გაანადგურა. ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულია ეგრეთწოდებული ტამბოვსკაია-მალიშევსკაიას კრიმინალური დაჯგუფების ოცი წევრი, მათ შორის ორგანიზაციის თავკაცი გენადი პეტროვი. პოლიციამ მთელი ესპანეთის ტერიტორიაზე მოაწყო რეიდები. ამოღებულია თვრამეტი მილიონი დოლარი. რუსული მაფიის წევრებს ჩამორთვეს რამდენიმე საზღვაო იახტა, ძვირადღირებული აგარაკები და ხელოვნების ნიმუშები. ტამბოვსკაია-მალიშევსკაიას დაჯგუფება ერთ-ერთი უდიდესია რუსეთში. ამ ორგანიზაციას, ბრალს სდებენ მკვლელობების მოწყობაში, იარაღისა და ნარკოტიკებით ვაჭრობაში, გამოძალვასა და ფულის გათეთრებაში.

XS
SM
MD
LG