ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირლანდიამ უარყო ევროკავშირის ახალი ხელშეკრულება


ირლანდიის იუსტიციის მინისტრის განცხადებით ამ ქვეყნის ამომრჩევლებმა უარყვეს ევროკავშირის ახალი ხელშეკრულება, რომელიც ამ ორგანიზაციის გამარტივებული კონსტიტუციის პროექტს წარმოადგენს.

ირლანდიის მედიის ინფორმაციიის თანახმად რეფერენდუმში ელექტორატის 45%-მა მიიღო მონაწილეობა. რამაც ექსპერტების აზრით განაპირობა კიდეც უარყოფითი შედეგი.

ახლა გაურკვეველია რას მოიმოქმედებენ ევროკავშირის ლიდერები რადგან ამ დოკუმენტის დამტკიცებას ორგანიზაციის წევრი 27 ქვეყნის დასტური სჭირდება.

ამ სახელმწიფოების უმეტესობის პარლამენტებმა უკვე დაამტკიცეს ეს დოკუმენტი, თუმცა ირლანდიამ რეფერენდუმის გამართვა გადაწყვიტა. აღნიშნული ხელშეკრულება ევროკავშირის ბიუროკრატიას უფრო მეტ უფლებებს ანიჭებს.

XS
SM
MD
LG