ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეულში ოთხმოცი ათასი კაცის მონაწილეობით მიმდინარე საპროტესტო მიტინგი დასრულდა


სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ი მიონ ბაკი, მასობრივი საპროტესტო აქციების საპასუხოდ ამერიკული ხორცის იმპორტთან ახალი მიდგომის პირობას იძლევა. ამის შესახებ ბატონმა იმ დღეს ბიზნესმენების ჯგუფთან შეხვედრისას ისაუბრა. შეხვედრის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, სეულში ოთხმოცი ათასი კაცის მონაწილეობით მიმდინარე საპროტესტო მიტინგი დასრულდა.

დემონსტრაციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ დემონსტრაციაში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მიტინგმა მშვიდობიანად ჩაიარა. საპროტესტო აქციებმა საგრძნობლად შეარყიეს პრეზიდენტის პოპულარობა. ბატონმა იმ პრეზიდენტის პოსტი მხოლოდ ოთხი თვის წინ დაიკავა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჰან სუნ სუმ და მისმა კაბინეტმა ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობა იტვირთეს დაგადაგომას გეგმავენ.

XS
SM
MD
LG