რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ამერიკასთან ურთიერთობების განვითარებას ზომიერი ოპტიმიზმით უყურებს და ამბობს, რომ მოსკოვი შეერთებული შტატების ნებისმიერ მომავალ ადმინისტრაციასთან “კონსტრუქციულ და მეგობრულ” დამოკიდებულებაში იქნება.
დღეს მოსკოვში ბატონი მედვედევი რუსეთის მედიის ფორუმზე გამოვიდა სიტყვით. მან განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი უშიშროების რიგ საკითხებში ვერ თანხმდებიან, რუსეთი და ამერიკა ძირითადად გლობალური სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით ითანამშრომლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა აგრეთვე აღნიშნა ის, რომ ცივი ომის დროს დადებული ხელსეკრულებების ნაცვლად, ახლა ევროპის უშიშროების ახალი პაქტი უნდა შემუშავდეს. მედვედევმა ასევე დასძინა, რომ მისი აზრით მხოლოდ ნატო და ეუთო უშიშროების დღევანდელ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ.