ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გილად შალითის წერილი გამოქვეყნდა


ისრაელის მედიაში პალესტინელთა მიერ გატაცებული არმიის კაპრალის გილად შალითის წერილი გამოქვეყნდა სადაც ეს უკანასკნელი ისრაელის მთავრობას თხოვს არ მიატოვოს გასაჭირში.

ებრაელი ჯარისკაცი ორი წლის წინათ პალესტინელმა მეომრებმა ღაზის საზღვართან გაიტაცეს. ჰამასი ისრაელის ხელისუფლებას ციხეებიდან პალესტინელი პატიმრების გამოშვებას თხოვს გილად შალითის განთავისუფლების სანაცვლოდ.

ამ წერილის გამოქვეყნება შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ჯიმი კარტერის და ჰამასის ლიდერის ხალიდ მეშაალის შეხვედრის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG