ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალიში ისლამისტთა ლიდერმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე უარი განაცხადა


სომალიში ისლამისტთა ლიდერმა, გაეროსა და ქვეყნის მთავრობის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე უარი განაცხადა. ისლამისტთა ლიდერმა შეიხ ხასან დაჰირ ავეისმა აღნიშნა, რომ ბრძოლა მანამდე გაგრძელდება სანამ სომალიდან ოკუპანტები არ გავლენ. მისი თქმით, ეს შეთავაზება ხაფანგს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ავეისი შეერთებული შტატების ტერორისტთა სიაშია მოთავსებული. გაერო აცხადებს, რომ სომალის მთავრობამ და ქვეყნიდან გაძევებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჯიბუტიში ჩატარებული შეხვედრის დროს ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას. ამ შეთანხმების თანახმად ეთიოპიის ჯარმა სომალის ტერიტორია ას ოცი დღის განმავლობაში უნდა დატოვოს, მაგრამ მხოლოდ იმის შემდეგ, რაც მის ადგილს გაეროს სამშვიდობო კონტინგენტი დაიკავებს.

XS
SM
MD
LG