ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბუში სლოვენიაში ევროკავშირის ლიდერებს ხვდება


ბატონმა ბუშმა ენერგიის ღირებულების გაძვირების საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საჭიროა ალტერნატიური საწვავის გამოძებნა. ამერიკის პრეზიდენტმა ევროპელებს აგრეთვე ავღანეთში დახმარების აღმოჩენისკენ და ირანზე ზეწოლის განხორციელებისკენ მოუწოდა.

სამიტზე ზიმბაბვეს, დარფურის, ბირმისა დაკუბის საკითხებიც განიხილეს. ბატონმა ბუშმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ევროკავშირში თურქეთის შეყვანის პროცესს. ერთობლივი განცხადებით გამოსვლისას შეერთებული შტატებისა და ევროპის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ თავისუფალი ინვესტირების პოლიტიკას დაეწინააღმდეგებიან პროტექციონიზმს. სამიტის გახსნამდე ბატონი ბუში სლოვენიის პრეზიდენტს დანილო ტურკს და პრემიერ-მინისტრს იანეშ იანსას შეხვდა.

XS
SM
MD
LG