ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბუში ევროპაში გაემგზავრა


დღეს დილით პრეზიდენტი ბუში ევროპაში გაემგზავრა. პრეზიდენტის ვიზიტი ტრანსატლანტიკური ურთიერთობის გააქტიურებას ისახავს მიზნად. პრეზიდენტი ჯერ სლოვენიაში ჩავა, სადაც ყოველწლიურ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. შემდეგ ბატონი ბუში გერმანიას, ბრიტანეთს, საფრანგენთს, იტალიასა და ვატიკანს ესტუმრება. მოელიან, რომ ამერიკის პრეზიდენტი ევროპელე მოკავშირეებს ავღანეთში დახმარების გააქტიურებისკენ და ირანზე უფრო მიზანდასახული ზეწოლის განხორციელებისკენ მოუწოდებს.

ასევე ფიქრობენ, რომ ბატონი ბუში ახლო აღმოსავლეთის პრობლემაზეც გაამახვილებს ყურადღებას. გამგზავრების წინ პრეზიდენტმა ეენერგიის გაძვირებისა და ეკონომიკის ზრდის შენელების გამო შეშფოთება გამოთქვა. ახალი ამბების სააგენტო “ასოშიეიტედ პრესი” აცხადებს, რომ ბატონი ბუშის თქმით, ამერიკის ბაზარი მსოფლიოში ყველაზე ფართო და მოქნილია და, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკის ჯანმრთელობა ამერიკის ფულად ერთეულზე დადებითად იმოქმედებს.

XS
SM
MD
LG