ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორი ბარაკ ობამა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელეს


წლინახევრის წინ სენატორ ბარაკ ობამას თითქმის არავინ იცნობდა. ახლა კი იგი ბევრ დემოკრატს უსახავს შთაგონებას. გასულ სამშაბათს სენატორმა ობამამ მონტანას შტატში მიაღწია გამარჯვებას და პარტიის კანდიდატის ნომინაციისთვის აუცილებელი დელეგატების ხმების რაოდენობა დააგროვა.

ეს ნომინაცია უპრეცენდენტოა ამერიკის ისტორიაში. შავკანიანი კენიელისა და კანზასელი თეთრკანიანი დედის შვილი. ობამა ჰავაის კუნძულებზე დაიბადა. მამამ ოჯახი მაშინ მიატოვა, როდესაც ბარაკ ობამა ორი წლისა იყო. ბარაკი და დედამისი ინდონეზიაში გადავიდნენ საცხოვრებლად და იქ რამდენიმე წელი დაჰყვეს. ობამამ ჯერ კოლუმბიის უნივერსიტეტი, ხოლო შემდეგ ჰარვარდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. სწავლის დასრულების შემდეგ ობამა ჩიკაგოს ღარიბ რაიონში მუშაობდა .

2004 წელს ობამა ილინოისის შტატის სენატორად აირჩიეს. აი რა თქვა ობამამ მაშინ თავისი მშობლების შესახებ:

“მათ აფრიკული სახელი ობამა დამარქვეს, რაც დალოცვილს ნიშნავს. ცემს მშობლებს ტოლერანტული ამერიკის არსებობისა სჯეროდათ და ფიქრობდნენ, რომ ასეთი სახელის ქონა ბარიერებს არ შემიქმნიდა”.

ობამას ნომინაციამდე ორმოცდახუთი წლით ადრე მარტინ ლუთერ კინგმა მისი ყველაზე ცნობილი სიტყვა “მე ვოცნებობ” წარმოთქვა. ეს გამოსვლა რასობრივ თანასწორობას ეხებოდა. მაშინ ობამა ორი წლისა იყო.

“მე ვოცნებობ, რომ ჩემი ოთხი მცირეწლოვანი შვილი ერთ დღეს ისეთ ქვეყანაში იცხოვრებს სადაც მათ კანის ფერით კი არა განსჯიან, არამედ მათი შესაძლებლობების მიხედვით” განცხადა მაშინ კინგმა.

არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არამედ სხვა ქვეყნებშიც ხალხი ხედავს, რომ შეერთებული შტატების იმიჯი იცვლება. ეს პოზიტიური ძვრები, რასიზმის საბოლოოდ დასამარებას ცდილობს”. ამბობს მერილენდის უნივერსიტეტში მოღვაწე პოლიტოლოგი რონ უოლტერსი.

კონდოლიზა რაისი ეთანხმება ნათქვამს: “ჩემის აზრით ჩვენ ნათლად ვხედავთ იმას, რომ დევიზი “ჩვენ ამერიკის ხალხი” უკვე ნამდვილად მოიაზრებს მთელ მოსახლეობას”. ამბობს სახელმწიფო მდივანი.

“ობამა ნამდვილად გამოიწვევს ძვრებს. ამიტომაც მე ძალზე გახარებული ვარ”. ამბობს ჩიკაგოელი მარიონ იეითსი. ახლა ობამა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს სენატორ ჯონ მაკკეინს დაუპირისპირდება.

დემოკრატიული პარტიის შიდაპარტიული არჩევნების მსვლელობისას ობამამ მუშათა კლასის და ასაკოვანი ქალების ნდობა ვერ მოიპოვა. მათ შორის ჰილარი კლინტონი სარგებლობდა პოპულარობით.

XS
SM
MD
LG