ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიჩუანის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილ ტბაში წყლის დონე საშიშ ნიშნულს მიუახლოვდა


ჩინეთის ახალი ამბების სააგენტო იტყობინება რომ სიჩუანის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილ ტბაში წყლის დონე საშიშ ნიშნულს მიუახლოვდა სადრენაჟო სამუშაოების ჩატარების მიუხედავად. ჩინეთის ამ პროვინციის ჰიდრომეტეროლოგიური სამსახურის განცხადების თანახმად ამ ტბაში ოთხნახევარჯერ მეტი წყალი შედის ვიდრე გამოედინება. სინხუას სააგენტოს ინფორმაციით 600-მდე ჯარისკაცმა ამ ტბიდან გამომავალი არხი გათხარა ახლა კი მეორე არხის გაყვანაზე მუშაობენ. ჩინეთის არმიის გენერალის ჯე ძენფენგის განცხადებით სადრენაჟო სამუშაოები კარგად მიმდინარეობს, მაგრამ ტბაში წყლის დონის ამაღლება ჯერ კიდევ საფრთხეს უქმნის რაიონის მოსახლეობას. ჩინეთის ხელისუფლებამ სტიქიური უბედურების ზონიდან 250 000 ადამიანის ვეაკუაცია მოახდინა.

XS
SM
MD
LG