ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნური ალ-მალიქიმ დაარწმუნა თეირანი რომ აშშ-სთან მიღწეული შეთანხმება არ ემუქრება ირანის ინტერესებს


ირანის ხელისუფლების განცხადებით ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიქიმ დაარწმუნა თეირანი რომ ერაყის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დადებული შეთანხმება არ ემუქრება ირანის ინტერესებს. ნური ალ-მალიქიმ ეს განცხადება ტეირანში ირანის საგარეო საქმეტა მინისტრთან მანუჩარ მოტაკისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ერაყის პრემიერ-მინისტრის ეს კომენტარი შეერთებულ შტატებტან გამართულ მოლაპარაკებას მოჰყვა რომელიც ამ ქვეყნის ჯარებს ერაყში დარჩენის უფლებას აძლევს 31 დეკემბრის შემდეგ, როდესაც მათ უთავდებათ გაეროს მიერ მინიჭებული მანდატი. ირანი ამ შეთანხმების წინააღმდეგია. ნური ალ-მალიქი დღეს ირანის პრეზიდენტს მაჰმუდ აჰმადინეჟადს ხვდება.
XS
SM
MD
LG