ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნები ენერგიის უფრო ეფექტურად გამოყენებისკენ მოუწოდებენ


ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნები ენერგიის უფრო ეფექტურად მოხმარებისკენ მოუწოდებენ. დიდი რვიანის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებმა, ჩინეთის, ინდოეთისა და სამხრეთ კორეის წარმომადგენლებთან ერთად, ნავთობის ფასების ზრდით სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს. შეხვედრის მასპინძლის იაპონიის ვაჭრობის მინისტრმა აკირა ამარიმ გამოთქვა იმის შიში, რომ ნავთობის ფასების ზრდას გლობალური რეცესიის გამოწვევა ძალუძს. გასული კვირის მიწურულს ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 139 დოლარს გადააჭარბა. მინისტრებმა წვის შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგის მიწისქვეშ შენახვის ტექნოლოგიის შემუშავების პირობა დადეს.
XS
SM
MD
LG