ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას აფხაზეთში


აშშ მხარს უჭერს საქართველოში არსებული სეპარატისტული კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას. ამიტომაც არის რომ აშშ შეშფოთებულია აფხაზეთის რეგიონში რუსეთის ბოლოდროინდელი მოქმედებებით. არსებული სამშვიდობო მანდატის ფარგლებს გარეთ და საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, ოფიციალურმა მოსკოვმა განაცხადა თავისი ზრახვების შესახებ--დამატებითი სამხედრო ძალები გაგზავნოს რეგიონში. ეს ნაბიჯი პოტენციურად აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ მიმართულ ძალისხმევას უთხრის ძირს. რეგიონში დაძაბულობის ესკალაცია უკვე დიდი ხანია ხდება. აპრილში, რუსებმა საქართველოს კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმოადგენლის შონ მაკორმაკის განცხადებით, მსგავსი ინციდენტები დაძაბულობას კიდევ უფრო ზრდის და მთელი კავკასიის დესტაბილიზაციის რისკს წარმოშობს. ამას გარდა, ამერიკა შეშფოთებულია რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით --ურთიერთობები განავრცოს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან. შონ მაკორმაკის განცხადებით, ეს ნაბიჯი საქართველოს სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს და ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის როლს რეგიონში კონფლიქტის მოგვარებაში შეიტანოს წვლილი. ამასთან, ამერიკა ეთანხმება რუსეთის ხელისუფლებას იმაში, რომ უნდა დასრულდეს აფხაზეთის მოსახლეობის იზოლაცია და სიღარიბე. თუმცა აშშ-ის აზრით ამის მიღწევა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით შეიძლება. ამასთან, ამერიკის მთავრობა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს ოფიციალურ თბილისთან ითანამშრომლოს იძულებით ადგილნაცვალ პირთა დასაბრუნებლად აფხაზეთში. კონფლიქტის მშვიდობიანად დასარეგულირებლად, საქართველო თანახმაა შეწყიტოს აფხაზეთში დაზვერვის მიზნით უპილოტო საფრენი აპარატების ფრენა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამასთან წამოაყენა ახალი წინადადებები, რომლებიც ავტონომიას --ვიცე პრეზიდენტის პოსტს, თავისუფალ სავაჭრო ზონებს და ადგილებს ანიჭებს ქვეყნის პარლამენტში. რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა, ფრანგული გაზეთ “ლე მონდისთვის” მიცემულ ინტერვიუში მხარდაჭერა გამოხატა ამ გეგმის მიმართ, თუმცა აღნიშნა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ამ გეგმაზე რეაქციის გაკეთების მნიშვნელობა და პირდაპირ მოლაპარაკებებში ჩაბმა ქართულ მხარესთან. და ბოლოს, ამერიკა ყველა მხარეს მოუწოდებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღწევად მოლაპარაკებები გამართონ. აქ იგულისხმება საქართველოს მთავრობის მიერ წამოყენებული სამშვიდობო წინადადებები.
XS
SM
MD
LG