ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზ. მედვედევის განცხადებით, რუსეთსა და საქართველოს შუამავლობის გარეშე შეუძლიათ პრობლემების მოგვარება


რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებით რუსეთსა და საქართველოს შუამავლების გარეშე შეუძლიათ მათ შორის არსებული პრობლემების გადაწყვეტა. ეს განცხადება მედვედევმა სანკტ-პეტერბურგში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ამასობაში ევროკავშირის კომისარი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანა სოხუმში სეპარატისტების ლიდერს სერგეი ბაღაფშს შეხვდა, რომლის დროსაც სერგეი ბაღაფშმა თბილისთან მოლაპარაკების დაწყების წინაპირობად კოდორის ხეობიდან საქართველოს ჯარების გაყვანა წამოაყენა.
XS
SM
MD
LG