ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი თეთრი სახლისთვის ბრძოლას ეთიშება


ჰილარი კლინტონი თეთრი სახლისთვის ბრძოლას ეთიშება. ჰილარი კლინტონი თეთრი სახლისთვის ბრძოლას ეთიშება და ბარაკ ობამას მხარდაჭერის პირობას დებს. კლინტონის კამპანიის წარმმართველები ამბობენ, რომ მომავალ შაბათს ვაშინგტონში კლინტონი მადლობას ეტყვის საკუთარ მხარდამჭერებს და ბარაკ ობამას ოფიციალურად აუბამს მხარს. დღეს ჰილარი კლინტონმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წერილი გაუგზავნა თავის ხარდამჭერებს, სადაც აღნიშნულია ის, რომ მის და ობამას შეხედულებებს შორის ბევრად ნაკლები განსხვავებაა, ვიდრე მის და მაკკეინის შეხედულებებს შორის. გასულ სამშაბათს ობამამ დემოკრატიული პარტიის ნომინაციისთვის აუცილებელი ხმების რაოდენობა დააგროვა. ობამა პირველი შავკანიანი კანდიდატია, რომელიც კი პრეზიდენტობის კანდიდატად ოდესმე დაუსახელებია ამერიკის ერთ-ერთ მთავარ პარტიას.
XS
SM
MD
LG