ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰავიერ სოლანა საქართველოს სტუმრობს


ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ5ი კლიმატი კვლავ რთული რჩება. გაერთიანებული ოპოზიცია პოლიტიკურ ბრძოლას განაგრძობს დაკავშირებით 21 მაისის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან. გაერთიანებულმა ოპოზიციამ დღეს ცსკოს შემაჯამებელი ოქმი გააპროტესტა. ცსკომ არჩევნების უკანონო შედეგების ლეგიტიმაცია მოახდინა, განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით გამყრელიძემ. - ჩვენ არ ვცნობთ ამ პრეზიდენტს, ჩვენ არ ვცნობთ ამ არჩევნებს! - აცხადებს ოპოზიცია. გაერთიანებულ ოპოზიციასთან შეხვედრას გეგმავს 2-დღიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსული ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანა, რომელიც მოლაპარაკებებს გამართავს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, პრემიერთან ლადო გურგენიძესთან, ხვალ კი, 6 ივნისს ხავიერ სოლანა სოხუმში გაემგზავრება, სადაც სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. ცსოლანას განცხადებით, იგი იმედეს იტოვებს, რომ ევროკავშიორი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში კონსტრუქციულ როლს ითამაშებს. - ექსპერტის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი მჭედლიშვილის აზრით, სოლანას ვიზიტს საქართველოში დიდი მნიშვნელობა ენიჭება: ” ... რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის აფხაზეთის პრობლემა კიდევ უფრო მეტად იქცევა მსოფლიო თანამეგობრობის ფოკუსში. თუ ადრე ვხედავდით აშშ-ს აქტიურობას, ახლა ვხედავთ არა ნაკლებ აქტიურობას ევროპელებისა. ხავიერ სოლანა განასახიერებს გაერთიანებული ევროპის საგარეო პოლიტიკას...”.
XS
SM
MD
LG