თითქმის ყველა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი სტუმრობდა დღეს გაერთიანებული ოპოზიციის ოფისს ორთაჭალაში. შეხვედრის ძირითადი საკითხი იყო 21 მაისის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.
შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის, ფოქრია ჩიხრაძის თქმით მათ ისაუბრეს ”თუ რა ტერორის პირობებში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, გაყალბების რა მექანიზმები იქნა გამოყენებული მმართველი ძალის მიერ.
გვქონდა საუბარი იმ ტერორზე, რომელიც 26 მაისის აქციის შემდგომ ხორციელდება ოპოზიციის წარმომადგენლებზე ყოველდღიურად და რა მასშტაბური ხასიათი მიიღო ამ ყველაფერმა. ჩვენ წარუდგინეთ ჩვენი არგუმენტაცია, თუ რატომ მივიღეთ გადაწყვეტილება პარლამენტის მანდატებზე უარის თქმის თაობაზე. ვთვლით, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამის შესახებ უნდა იყოს ინფორმირებული, რომ მას არ ჰქონდეს ცალმხრივი წარმოდგენა საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე...”.