ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოში არსებული საკვების კრიზისის შესაჩერებლად 15-20 მილიარდი დოლარის გამოყოფაა საჭირო


გაეროს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად მსოფლიოში არსებული საკვების კრიზისის შესაჩერებლად 15-20 მილიარდი დოლარის გამოყოფაა საჭირო.

რომში გამართულ გაეროს სურსათის საკითხისადმი მიძღვნილ სამიტზე გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი აცხადებს რომ ეს თანხა სურსათის წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.

დამსწრე დელეგატებს სიტყვით მიმართა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა რობერტ ზოელიკმა. ბატონი ზოელიკი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს მოხსნას ამჟამად არსებული სანქციები საკვებზე. საკვებ პროდუქტზე ფასების გაზრდის მიზეზად იგი სწორედ სავაჭრო დაბრკოლებას ასახელებს.

ამის ფონზე მსოფლიო კვების პროგრამის წარმომადგენლობა აცხადებს რომ ახალი შეწირულობა 60 ქვეყანაში მილიონობით ადამიანის საკვები პროდუქტით უზრუნველყოფას შესძლებს.

პროგრამის აღმასრულებებლი დირექტორი ჯოსეტ შირანი აცხადებს რომ საკვები პროდუქტის დეფიციტი განსკაუთრებით ჰაიტიში, ავღანეთში, სომალიში, ეთიოპიაში და კენიაში არის.

XS
SM
MD
LG