ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პირველადი საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში


შეერთებულ შტატებში გრძელდება პირველადი საპრეზიდენტო არჩევნების მარათონი დემოკრატიული პარტიის კანდიდატებს შორის. დღეს უკანასკნელ ორ შტატში ამომრჩევლები ხმას მისცემენ თავიანთ ფავორიტებს. სენატორი ბარაქ ობამა უსწრებს თავის კოლეგას ჰილარი კლინტონს, მაგრამ სამხრეთ დაკოტასა და მონტანაში არსებული 31 სადელეგატო მანდატი არ არის საკმარისი რათა მან გამარჯვებისთვის აუცილებელი 2118 მანდატი მოაგროვოს.

ამის გამო გადამწყვეტი სიტყვა ე.წ. სუპერ დელეგატებს ეთქმით, რომლებსაც დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე არჩევნების შედეგებისგან დამოუკიდებლად შეუძლიათ უპირატესობა მიანიჭონ რომელიმე კანდიდატს.

დემოკრატიული პარტიის ლიდერბი იმედოვნებენ რომ საკმ არისი რაოდენობის სუპერ დელეგატები წინასწარ გამოხატავენ თავიანთ მხრადაჭერას ბარაქ ობამას მიმართ, რათა ყველაფერი აგვისტოში დაგეგმილი დემოკრატიული პარტიის ყრილობამდე გადაწყდეს.

XS
SM
MD
LG