ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ დემოკრატიული პარტიის ლიდერები ბარაქ ობამასა და ჰილარი ქლინტონს შორის მიმდინარე მეტოქეობის შეწყვეტას აპირებენ


დემოკრატიული პარტიის ლიდერები შეერთებულ შტატებში ბარაქ ობამასა და ჰილარი კლინტონს შორის მიმდინარე მეტოქეობის შეწყვეტას აპირებენ. უმრავლესობის ლიდერმა სენატში ჰარი რეიდმა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ამსთან დაკავშირებით ე.წ. სუპერ დელეგატებს მოუწოდეს აშკარად გამოხატონ თავიანთი სიმპატიები პრეზიდენტობის კანდიდატების მიმართ მას შემდეგ რაც მომავალ კვირას წინასწარი არჩევნების შედეგები გამოქვეყნდება დარჩენილ სამ შტატში. დემოკრატიული პარტიის ლიდერები შიშობენ რომ აგვისტოში დაგეგმილ პარტიის ყრილობამდე თუ გაგრძელდა ობამას და კლინტონის მეტოქეობა ეს რესპუბლიკელების წისქვილზე დაასხავს წყალს.
XS
SM
MD
LG