ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი და ტაივანი პირდაპირი ჩარტერული ფრენების შემოღების შესაძლებლობას განიხილავენ


ჩინეთი და ტაივანი პირდაპიური ჩარტერული ფრენების შემოღების შესაძლებლობას განიხილავენ. ტაივანის ჩინეთთან მთავარმა მოთათბირემ ჩან პინ კუნმა დღეს განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მომავალ თვეს დაიწყება პეკინში.

მიმდინარე კვირას პეკინს ტაივანის მმართველი პარტიის ლიდერი ეწვია უპრეცენდენტო ვიზიტით. 1949 წელს დასრულებული სამოქალაქო ომის შემდეგ ეს პირველი უმაღლესი დონის შეხვედრა იყო მხარეებს შორის. ტაივანის ყოფილი პრეზიდენტის ჩენ შუ ბიანის მმართველობის რვა წლის განმავლობაში ჩინეთსა და ტაივანს შორის ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბა. პრეზიდენტი შუ ბიანი ტაივანის დამოუკიდებლობის მძაფრი დამცველი იყო.

XS
SM
MD
LG