ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო გაეროსგან აფხაზეთის საკითხის განხილვას მოითხოვს


საქართველო გაეროსგან აფხაზეთის საკითხის განხილვას და უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომის მოწვევას მოითხოვს. გასულ ორშაბათს გაერომ დაადგინა, რომ აფხაზეთის თავზე ქართული უპილოტო აპარატი რუსეთმა ჩამოაგდო. მიუხედავად ამისა რუსეთი უარყოფს ბრალდებას და ისევ ამტკიცებს, რომ აპარატი აფხაზებმა ჩამოაგდეს.

საქართველო რუსეთისგან ფორმალურად ბოდიშის მოხდას და განადგურებული აპარატის ღირებულების კომპენსაციას მოითხოვს. რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოზე აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ დისკუსიაა დასაშვები და ისიც მხოლოდ აფხაზური მხარის დასწრების შემთხვევაში.

XS
SM
MD
LG