ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნები


ქართული საზოგადოება, რომელსაც ყველა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალა მოუწოდებდა აქტიური მონაწილეობისაკენ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში ახალი პრობლემის წინაშე დადგა: ოპოზიცია, რომელმაც ახალი მოწვევის პარლამენტში 30 მანდატი მოიპოვა, ამ მანდატებზე უარს აცხადებს, ქმნის ალტერნატიულ პარლამენტს, რომელიც ხელისუფლებას და უმრავლესობისგან შემდგარ პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობას გააკონტროლებს. ხალხმრავალი აქცია გაერთიანებულმა ოპოზიციამ გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გამართა, სამი მოთხოვნის დაკმაყოფილების მოთხოვნით. მათ შორის, იმ შედეგების გაუქმების, რომელთა მიხედვით საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა თამარ კინწურაშვილის ნაცვლად ლევან ყუბანეიშვილმა დაიკავა.

როგორ აისახება ოპოზიციის უარი ნპარლამენტში შესვლაზე ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე ? ამ კითხვით ექსპერტს თორნიკე შარაშენიძეს მივმართე, რომელიც ამბობს, რომ კარგად არ აისახება. ოპოზიციის გადაწყვეტილება ალტერნატიული პარლამენტის შექმნის შესახებ მან მანანა არჩვაძე-გამსახურდიას უზენაეს საბჭოს შეადარა, რომელიც სხდომებს გროზნოში მართავდა , რაც საზოგადოებაში დადებითად არ აღიქმებოდა...

დღევანდელი რთული ვითარება ქვეყნის შიგნით 7 ნოემბრიდან გამომდინარეობს. ნოემბრის ხალხმრავალ აქციებზე ოპოზიცია ვადამდელ საპრეზიდენტო, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორის გადაგომას მოითხოვდა. რატომ გახდა ასეთი პრობლემატური ოპოზიციისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელზე საეთერო დროს დათმობა ? ამ კითხვაზე თ.შარაშენიძე პასუხობს, რომ მისი აზრით ხელისუფლება კომპრომისზე უნდა წავიდეს.

XS
SM
MD
LG