ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის პარლამენტის სპიკერი ალი ლარიჯანი გახდა


ირანის ახლადარჩეული პარლამენტის სპიკერი გაეროს ატომურ სააგენტოსთან ურთიერთობის შეზღუდვაზე საუბრობს. ალი ლარიჯანიმ, რომელიც დღეს აირჩიეს ამ პოსტზე განაცხადა, რომ ატომური სააგენტოს უახლესი ანგარიში ირანის მიმართებაში სიცრუეს ავრცელებს. ლარიჯანის თქმით, თუ სააგენტო მომავალშის გააგრძელებს ასეთ ტენდენციურ ქმედებას, ირანი შეზღუდავს ურთიერთობას ამ ორგანიზაციასთან.

გაეროს ატომური სააგენტოს ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანი დამაჯერებლად ვერ ამტკიცებს იმას, რომ ურანის გამდიდრების პროცესი ბირთვული იარაღის შექმნას არ ემსახურება. თეირანი ამ ბრალდებას უარყოფს. ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ამბობს, რომ ირანს ბირთვული იარაღის შესაქმნელად ვარგისი ურანის მოპოვების უფლება აქვს. აღსანიშნავია, რომ წარსულში ალი ლარიჯანი ბირთვულ საკითხებში ირანის მთავარი მოთათბირე იყო. იგი აგრეთვე პრეზიდენტ აჰმადინეჟადის მძაფრი კრიტიკითაც გამოირჩევა.

XS
SM
MD
LG