ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთს წყალდიდობა ელის


მაშველები ჩინეთის მიწისძვრით დაზარალებული სიჩუანის რეგიონში, მოსალოდნელი წყალდიდობის შიშით, ხალხის სასწრაფო ევაკუაციას ახორციელებენ. ამინდის პროგნოზის თანახმად, ახლო მომავალში სიჩუანში გადაუღებელი წვიმებია მოსალოდნელი. ჩინეთის შინხუას სააგენტო აცხადებს, რომ მიწისძვრის შედეგად ოცდათოთხმეტი ტბა წარმოიქმნა. ამ ტბების ნაწილს ასევე მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი ჯებირები აკავებს.

წვიმების შედეგად კი ამ ჯებირების გამოხეთვაა მოსალოდნელი. მაშველებმა საშიშროების ზონიდან ჯერ-ჯერობით ას ორმოცდაათი ათასი ადამიანის ევაკუირება მოახერხეს. ჩინეთის მთავრობა აცხადებს, რომ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა სამოცდარვა ათასს გადააჭარბა. ჯერ-ჯერობით ოცი ათასი ადამიანი ითვლება დაკარგულად.

XS
SM
MD
LG