ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებს


კორუფციაში ბრალდების გამო, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ეჰუდ ოლმერტს გადადგომისკენ მოუწოდა. დღეს ბარაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ ოლმერტი არ გადადგება, მისი ლეიბორისტული პარტია მმართველი კოალიციიდან გამოვა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

ისრაელის პროკურატურა პრემიერის წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებას იძიებს. ოლმერტს ამერიკელი ებრაელი ბიზნესმენისგან მორის ტალანსკისგან ქრთამის აღებაში სდებენ ბრალს. თავად ტალანსკიმ იერუსალიმის სასამართლოს განუცხადა, რომ ოლმერტმა თხუთმეტი წლის განმავლობაში მისგან ას ორმოცდაათი ათასი დოლარი მიიღო. ოლმერტი ამ ბრალდებას უარყოფს.

XS
SM
MD
LG