ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისი გაეროს დასკვნას მიესალმება


გაეროს სადამკვირვებლო მისიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 20 .04. ქართული უპილოტო მზვერავი რუსულმა გამანადგურებელმა ჩამოაგდო. თბილისი გაეროს დასკვნასთან დაკავშირებით მოითხოვს მოსკოვისგან ბოდიშის მოხდას, ზარალის ანაზღაურებას და აფხაზეთის ტერიტორიიდან დამატებითი სამშვიდობო კონტინგენტის გაყვანას.

რუსეთის ელჩს, ვიაჩესლავ კოვალენკოს თბილისმა საპროტესტო ნოტა გადასცა, რიგით 57-ე. გაეროს სადამკვირვებლო მისიის დასკვნის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თემურ მჟავია ამბობს, რომ ამ დასკვნას დიდი პოლიტიკური დატვირთვა გააჩნია. მისივე თქმით : საერთაშორისო თანამეგობრობას ეს რუსული უხეშობა, აღვირახსნილი მოქმედებები უკვე ყელში ამოუვიდა. შეფასებით ნაწილში გაეროს უკვე პრინციპული პოზიცია უჭირავს. თუ კი რუსეთის ნებისმიერ ქმედებას მიეცემა პრინციპული შეფასება, ვფიქრობ, რუსეთის აგრესიული მისწრაფებები პირველ ეტაპზე ალბათ მოხდება მისი მეტნაკლები განეიტრალება, ხოლო შემდგომში ალბათ, რუსეთი გადახედავს თავის პოლიტიკას სამხრეთ კავკასიაში, განსაკუთრებით საქართველოს მიმართ. ჯერჯერობით, პრაქტიკულად საქართველოს მიმართ რუსეთი ახორციელებს ისეთ აგრესიას, რომელიც უქმნის საფრთხეს საქართველოს სახელმწიფოებრიობას...

გაეროს დასკვნის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის ის ფაქტიც მეტყველებს, რომ შესაძლოა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ გაეროს ეგიდით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა აღარ მიიღოს. ეს განცხადება დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ს.შამბამ გააკეთა.

XS
SM
MD
LG