ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკური პარტიები ერთად და ცალცალკე


რამდენიმე ხნის წინ ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს დაფინანსებით ჩატარდა კვლევა და კვლევის საფუძველზე შეიქმნა წიგნი, სადაც ასახულია სხვადასხვა ქართული პოლიტიკური პარტიების ხედვა. კვლევისა და წიგნის შექმნაში მონაწილეობას იღებდა სოციოლოგი გიგა ზედანია, რომელიც დღევანდელი ჩვენი რეპორტაჟის რესპოდენტია. საინტერესოა მისი მოსაზრება, შეფასება დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც ეს პოლიტიკური პარტიები საკუთარ თავს წინასაარჩევნოდ წარდგენდნენ, რა სხვაობასთან და რა მსგავსებასთან გვაქვს საქმე.

გიგა ზედანია – პირველ რიგში პოლიტიკური პარტიები როგორ მუშაობენ? დასავლეთში პოლიტიკური პარტია წარმოაჩენს საზოგადოების ჯგუფის ინტერესებს, ეს პარტიები წინასაარჩევნოდ ცდილობენ ამ ჯგუფების მობილიზებას. საქართველოში საქმე ისე არის, რომ ასეთი სახის პარტია არ Aარსებობს. ყველა ქართული პარტია შექმნილია ერთი ლიდერის ირგვლივ, ქრება ლიდერი, ქრება პარტიაც. ერთადერთი გამონაკლისი არის რესპუბლიკური პარტია. მაგრამ ეს პარტიაც მეტად ინტელექტუალურ კლუბს გავს და ის აუცილებლად ყოველთვის ყველაზე ნაკლებ ხმას იღებს. პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გააკეთონ ორიენტაცია მასებზე, მეორე ორიენტაცია საზოგადოებრივ ელიტებზე და მესამე ორიენტაცია ღირებულებებზე და ხედვებზე. უკანასკნელი ხნის განავლობაში მმართველი პარტია ორიენტირებული იყო მასებზე და როგორც კი საარჩევნოდ დადგება ხოლმე საქმე, სააკაშვილი იწყებს მასების მობილიზებას, ასე იყო თვითმართველობის არჩევნების დროს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს და ახლაც. თითქმის იგივეს აკეთებს ლეიბორისტული პარტია. გაერთიანებული 9 პარტია არის მხოლოდ საპროტესტო ხმები. ერთადერთი გამონაკლისი გახდა ახლად შექმნილი ქრისტიანულ დემოკრატიული პარტია, რომელმაც პირველად განაცხადა, რომ მისთვის არ არის თვითმიზანი ნატო. ეს ძალიან უცანურია, ამ პარტიამ პირველად გაბედა და თქვა, რომ ნატო არ არის პრიორიტეტი, აქამდე ამას ვერავინ ვერ ბედავდა. თუმცა, აქამდე ყველა პოლიტიკურ პარტიებს შორის ამ საკითხზე, ისევე როგორც ეკლესიაზე მაგალითად, არსებობდა კონსესუსი.

- ასე, რომ ცხადია არჩევნების წინ პოლიტკური პარტიები წინა პლანზე სწევდნენ იმ პოპულარულ თემებს, რომელიც ქართულ საზოგადოებაში არსებობს და არა საკუთარი ხედვას, იდეოლოგიას, რომელიც ყველა პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდეს და რომელიც ქართული პოლიტიკური კულტურის განვითარების მანიშნებელი იქნებოდა.

XS
SM
MD
LG