ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედიკოსების განცხადებით, ჯონ მაქეინი ბრწყინვალე ფორმაშია


ჰილარი კლინტონი იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობის გაგრძელების გასამართლებლად 1968 წელს რობერტ კენედის მკვლელობის მოხსენიების გამო. პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა რომ ამ ანალოგიით არ სურდა კენედის ოჯახისთვის რაიმე ტკივილის მიყენება, უბრალოდ მაშინაც პრეზიდენტობის კანდიდატები ივნისშიც აგრძელებდნენ წინასაარჩევნო კამპანიას, როდესაც რობერტ კენედი გამოასალმეს სიცოცხლეს. ჰილარი კლინტონმა აღნიშნული განცხადება სამხრეთ დაკოტაში გააკეთა. რისთვისაც თავისი კონკურენტის ბარაქ ობამას მხრიდან შენიშვნა მიიღო. ამასობაში პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან ჯონ მაკკეინმა ექიმების დასკვნა გამოაქვეყნა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამერიკელი მედიკოსების შეფასებით ჯონ მაკკეინი ბრწყინვალე ფორმაშია.
XS
SM
MD
LG