ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში კომუნისტები "ინდიანა  ჯონსის" მორიგი სერიის აკრძალვას ითხოვენ


რუსეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები ინდიანა ჯონსის მორიგი სერიის აკრძალვას მოითხოვენ რუსეთში, რომელიც მათი აზრით ანტი-საბჭოთა პროპაგანდას შეიცავს. ინდიანა ჯონსი და ბროლის თავისქალის სამეფო ამ სერიის მეოთხე ფილმია სადაც ჰარისონ ფორდის გმირი 1957 წელს კა-გე-ბეს აგენტებს ებრძვის. ფილმი დღეს გამოდის რუსეთის კინოეკრანებზე, რამაც კომუნისტების აღშფოთება გამოიწვია. მათი თქმით ამ კინოსურათში მონაწილე მსახიობები ჰარისონ ფორდი და კეიტ ბლაშეტი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტები არიან, რომლებსაც რუსეთში შემოსვლა უნდა აეკრძალოთ.
XS
SM
MD
LG