ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ალ ყაიდას ერთ-ერთი ლიდერი და 20 ტერორისტი დააპატიმრეს


ამერიკელი სამხედროების განცხადებით მდინარე ტიგროსის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად ერაყში ალ ყაიდას ერთ-ერთი ლიდერი და 20 ტერორისტი დააპატიმრეს.

მოსულში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 4 პიროვნება დააკავეს რომლებიც კოალიციური ძალების წინააღმდეგ დივერსიულ საქმიანობას ეწეოდნენ. ტიკრიტის რაიონში მოკავშირეთა ძალებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს.

ერაყში შეერთებული შტატების არმიის მთავარსარდლის გენერალ დევიდ პეტროუსის განცხადებით სექტემბერში თავისი პოსტის დატოვებამდე ის ერაყიდან დამატებითი ჯარების გამოყვანას გეგმავს.

XS
SM
MD
LG