ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინის ავტონომიის ლიდერები უცხოელ ინვესტორებს პალესტინის ეკონომიკის აღდგენისთვის დახმარებას სთხოვენ


როგორც პალესტინის ავტონომიის პრემიერ მინისტრი სალამ ფაიადი აცხადებს ბეთლემში გამართულ საინვესტიციო კონფერენციაზე დელეგატებმა პირობა დასდეს რომ მილიარდ ნახევარ დოლარს დააბანდებენ პალესტინაში ბიზნეს პროექტებში.

ბატონმა ფაიდმა ჟურნალისტებს განუცხადა რომ ბიზნეს პროექტების განხორციელების შემთხვევაში 35 ათასი სამუშაო ადგილი გაჩნდება, უმეტესად დასავლეთ სანაპიროზე.

პრემიერ მინისტრმა სამდღიანი კონფერენციის ბოლოს სიტყვით მიმართა უცხოელ ინვესტორებს დახმარება გაუწიონ პალესტინის დასუსტებულ ეკონომიკას.

დასავლეთ სანაპიროს ეკონომიკას ძირი გამოუთხარა ისრაელის მიერ ჩახერგილმა გზებმა და საკონტროლო პუნქტებმა, რაც ხელს უშლის პალესტინელებს თავისუფლად გდაადგილებაში. ისრაელი აცხადებს რომ ეს ზომები მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოების განახლებისთვის არის გათვალისწინებული.

ამის ფონზე პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ რომ ღაზას სექტორში ისრაელის შეიარაღებულ ძალებთან შეტაკებისას ხუთი პალესტინელი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG