ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი პეკინს ეწვია


შეერთებული შტატების გეგმა ცენტრალურ ევროპაში რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგების შესახებ ზიანის მომტანია და სტაბილურობას უქმნის საფრთხეს, აცხადებენ რუსეთისა და ჩინეთის ოფიციალური პირები.

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ჯინთაომ გააფორმეს მილიარდ დოლარიანი ხელშეკრულება ჩინეთში რუსების მიერ ატომიური ენერგოსადგურის აშენების შესახებ. რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ჩინეთში ორი დღე გაგრძელდება. ლიდერები სავაჭრო და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ.

XS
SM
MD
LG