ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამკვირვებლებმა 21 მაისის არჩევნები დადებითად შეაფასეს


21 მაისის საპარლამენტო არჩევნები უცხოელმა დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს. არჩევნები სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარდა, აცხადებენ უკრაინელი, ლიტველი, დსთ-ს დამკვირვებლები. პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნეს დღეს ქართველმა დამკვირვებლებმა, საბოლოო შედეგები შესაძლოა განსხვავდებოდეს, მაგრამ დღეს სურათი ასეთია : 58%-ით ლიდერობს მმართველი პარტია, მეორე ადგილზეა გაერთიანებული ოპოზიცია, ბარიერი გადალახეს ლეიბორისტებმა და ქრისტიან-დემოკრატებმა, რომლებიც სულ 3-4 თვის წინ დაარსდნენ და წინ გაუსწრეს სტაჟიან პოლიტიკურ ძალებს , მაგალიტად, რესპუბლიკელებს. მრეწველებს..

რატომღაც არავინ ახსენებს, რომ გუშინ ჩატარებული არჩევნები იყო რიგგარეშე.. ექსპერტის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი მჭედლიშვილის თქმით აქამდე მიდიოდა კრიზისული პროცესი, რამაც გამოიწვია 7 ნოემბერი, შემდეგ რიგგარეშე საპრეზიდენტო და ახლა საპარლამენტო არჩევნები. ხომ არ განახლდება კრიზისი ? - ირაკლი მჭედლიშვილის აზრით დღეს ეს ძნელი სათქმელია, თუმცა ხელისუფლების მესიჯი ხალხისადმი ისეთია : მოხდა უმრავლესობის განახლება, იცვლება მათი პოლიტიკა და ხარვეზებიც გამოსწორდება.

XS
SM
MD
LG