ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები უხეში დარღვევებით ჩატარდა


დღევანდელი 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების პირველი შედეგები ჩვენი გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, ახალი მოწვევის პარლამენტს 150 წევრი ეყოლება : 75 მაჟორიტარული და 75 პარტიული სიით არჩეული. სულ დღევანდელ არჩევნებში 12 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა.

პრეტენზიები არჩევნების მიმართ გააჩნიათ როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. გაერთიანებული ოპოზიციის ვაკის მაჟორიტარ-კანდიდატის, დავით გამყრელიძის განცხადებით დღევანდელი არჩევნები კრიმინალებისა და პოლიციელების ურთიერთთანამშრომლობით მიმდინარეობს,დავით გამყრელიძის განცხადებაზე საკმაოდ მკაცრი პასუხი გასცა ნაციონალური მოძრაობის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ...

არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ”ამერიკის ხმა” სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელ დირექტორს ეკა სირაძე-დელონეს გაესაუბრა. ეკა სირაძემ დარღვევებზე ილაპარაკა, განსაკუთრებით რეგიონებში: მარნეულში, გარდაბანში.. სადაც, მისივე თქმით ყველა ტიპის დარღვევა დაფიქსირდა, რაც კი შეიძლება იყოს..

საქართველოში დღეს ყველა ადამიანი აღაშფოთა ინფორმაციამ გალის რაიონიდან, გალელებს სერიოზული დაბრკოლებების გადალახვა მოუხდათ, რომ ზუგდიდში ჩასულიყვნენ და ხმა მიეცათ მათთვის სასურველი პილიტიკური ძალისთვის. რა ვითარება იყო დღეს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაშიო? - ამის შესახებ სამხრეთ-ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის წევრი ზურაბ ბენდიანაშვილი ამბობს, რომ ვითარება აბსოლუტურად სტაბილური და მშვიდია, მაღალია ამომრჩევლის აქტიობა. მისივე თქმით, ნაციონალების კანდიდატს უპირატესობა აქვს, იმიტომ რომ რეგიონში ხელისუფლების ავტორიტეტი იმდენად მაღალია, რომ ოპოზიციას შანსი არა აქვს გამარჯვების.

XS
SM
MD
LG