ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავთობის  ფასმა დღეს რეკორდულ  მაჩვენებელს მიაღწია


დღეს ნიუ იორკში ერთი ბარელი ნავთობის ფასი 130 დოლარი და 47 ცენტი ღირს. როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ ამჟამად არსებული ნავთობის მარაგი ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, ამასთანავე დოლარის კურსის დაცემა ნავთობზე ფასის კიდევ უფრო აწევას გამოიწვევს.

ინვესტორები ისეთი ფართოგამოყენების საქონლის როგიორიცაა ნავთობის ინდუსტრიაში დაბანდებას დოლარის კურსის დაცემისა და ინფლაციის წინააღმდეგ ქმედით ბერკეტად იყენებენ.

ანალიტიკოსები ასევე ვარაუდობენ რომ 2016 წლისთვის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 140 მიაღწევს. ნავთობზე ფასების ასეთმა ზრდამ დიდი შეშფოთება გამოიწვია შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში და ინდონეზიაში. ამასთან დაკავშირებით საფრანგეთსა და ინდონეზიაში მეთევზეებმა საპროტესტო აქციები გამართეს.

XS
SM
MD
LG