ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძალადობა აფრიკაში


სამხრეთ აფრიკის პოლიცია აცხადებს, რომ უცხოელების წინააღმდეგ პარასკევს დაწყებულ გალაშქრებას იოჰანესბურგში 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შეიარაღებულმა ბრბომ ერთ-ერთ მსხვერპლს ცეცხლი წაუკიდა. თვითმხილველების თქმით, იოჰანესბურგის ღარიბ უბნებში ბრბოს თარესი ახლაც გრძელდება.

ბრბო უცხოელებსა და მაღაზიებს არბევს. პოლიცია ცდილობს სიტუაციის გაკონტროლებას. ორი ათასამდე ადამიანმა პოლიციის განყოფილებებში, ეკლესიებში და სამთავრობო დაწესებულებებში შეაფარა თავი. პოლიცია აცხადებს, რომ დაკავებულია სერიოზული დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი ორასამდე ადამიანი.

XS
SM
MD
LG