ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საწვავზე ფასის ზრდას ამერიკაში ზოგი ბენზინგასამართი სადგურიც კი ვერ უძლებს


შეერთებულ შტატებში თითქმის ყველაფერი ისევე ძვირდება, როგორც საწვავი. ზოგან ერთი გალონი ბენზინის ფასმა უკვე ოთხ დოლარსაც კი გადააჭარბა. ანუ ერთი ლიტრი ბენზინი უკვე თითქმის ერთი დოლარი ღირს.

ამერიკელებს ეს ზალზე არ მოსწონთ. ბევრი მათგანი ეჭვობს იმას, რომ დიდი ნავთობკომპანიები, რომლებიც მილიარდობით დოლარის ოდენობის მოგებას ნახულობენ ხალხს ატყუებენ. ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები ამტკიცებენ, რომ ნავთობის დეფიციტი საწვავზე ჩინეთისა და ინდოეთის მოთხოვნების ზრდამ გამოიწვია. ასევე ფიქრობენ, რომ უკმარისობის არსებობას სპეკულაციაც უწყობს ხელს.

ხალხი ადგილობრივი ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებსაც კი ეჭვის თვალით უყურებს. ვინაიდან აქ გამოკრული ფასები დღითიდღე იზრდება. ახლოებით სამოცდაათ ათასამდე მცირე ბენზინგასამართი სადგურის მფლობელს საკუთარი პრობლემები აწუხებს. ასეთ სადგურებზე ძირითადად ძველი ნელი ტემპიტ მომუშავე ბენზინსაქაჩებია დამონტაჟებული.

არვის ეგონა, რომ საწვავის ფასი ასე მოიმატებდა. ძველი სატუმბი აპარატები ერთ გალონზე სამ დოლარსა და ოთხმოცდაცხრამეტ ცენტზე ზევით ფასის მომატებისთვის არ არის გათვალისწინებული. ახალი აპარატის მონტაჟი ათ ათას დოლარამდე დაუჯდებათ მცირე ბენზინგასამართი სადგურის მფლობელს, მათ უმეტესობას კი ამ თანხის გადახდა არ ძალუძს. მხოლოდ ახალი მთვლელების დაყენებაც ასევე საკმაოდ ზვირი ჯდება. თანაც ახალი მთვლელები ძველი აპარატების მუშაობას ააჩქარებს, რაც მათ დააზიანებას გამოიწვევს.

დიდ ბენზინგასამართ სადგურებს ამის არ ეშინიათ. მათ სატუმბი აპარატების მთვლელებს ერთ გალონზე ფასის ათ დოლარამდე აწევაც კი ძალუძთ. ჩვენ კი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საწვავის ფასი ზემოთქმულს არასდროს მიუახლოვდება.

XS
SM
MD
LG