ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპარლამენტო არჩევნები 2008


სულ 2 დღე დარჩა საპარლამენტო არჩევნებამდე. რამდენიმე თვის წინ კი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელსაც რეკორდული რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებელი უწევდა მონიტორინგს. მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ლეგიტიმურად ჩაითვალა, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული შენიშვნები თუ რეკომენდაციებიც პრაქტიკულად რეკორდული იყო. დღევანდელი რეპორტაჟის რესპოდენტი გახლავთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბატონი ლევან თარხნიშვილი და ჩვენი კითხვა ამგვარია: რა შეიცვალა საპრეზიდენტო არჩევნებიდან დღემდე, ანუ საპარლამენტო არჩევნებამდე და რომელი რეკომენდაციები იქნა გათავლისწინებული?

ლევან თარხნიშვილიმინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ყოველთვის სერიოზულად ვუყურებთ ყველა გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებას. ჩვენ ყველა ისინი შევისწავლეთ, გავაანალიზეთ და დავისახეთ მათი გამოსწორების მიზნები. ამასთან დაკავშირებით დაიწია ბარიემა 5 პროცენტამდე, საჩივრების სისტემის დაზუსტება გამარტივდაა, პარტიების დანახარჯების მონიტორინგის გამჭვირვალეობა და საოლქო დონეზე საოლქო კომისიის შემადგენლობის შეცვლა და ა.შ. ეს საკანონმდებლო ცვლილებები მოხდა. გარდა ამისა შემცირდა ხელმოწერების რაოდენობა პარტიის რეგისტრაციისათვის, მაჟორიტარული კანდიდატისთვის აღარ არის საჭირო 1000 ხელომოწერის შეგროვება, გაუქმდა საინიციატივო ჯგუფის ინსტიტუტი. მეორე ტიპის ცვლილებები ეხება უშალოდ საარჩევნო კომისიას. ჩვენ აქაც გავითავლისწინეთ უმეტესი შენიშვნები - ჩავატარეთ ტრეინინგი, რომელიც ატრეინინგებს საარჩევნო ადმინისტრაციას.

- გარკვეული ცვლილებები საარჩევნო კოდექსშიც შესულია, გათვალისწინებულია რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი რაც შესაძლებელს ხდის სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. თუმცა ფაქტი ერთია, წინასაარჩევნო კამაპანიის დროს, პოლიტკური პარტიები ისევ არათანასწორუფლებიან რეჟიმში ატარებდნენ კამპანიას და თვალში საცემი, მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის აქტიურობა, პლაკატები თუ ბილბორდები იყო. მაგრამ მიუხედავად ამისა, იმედი დავიტოვოთ რომ 21 მაისის არჩევნები მშვიდ და წყნარ გარემოში ჩაივლის და მას თან არ მოსდევს მოსახლეობაში უსამართლობის ის განცდა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იყო.

XS
SM
MD
LG