ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიწისძვრის შემდეგ მდგომარეობა ჩინეთში უკიდურესად მძიმეა


ჩინეთის ტელევიზია იშვიათ სასიხარულო მომენტს აჩვენებს. “მე კარგად ვარ” ეუბნება გახარებულ ხალხს ნანგრევებიდან ამოყვანილი გოგონა. ნანგრევებიდან ბიჭუნაც ამოჰყავთ. მამა თავის პატარას უვნებელს პოულობს. მაგრამ ძირითადად სიჩუანის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრით დაზარალებული რეგიონი, უიმედობის, ნგრევისა და სიკვდილის ზონას წარმოადგენს. მიწისძვრით გამოწვეული შოკიდან გამოსვლამ კიდევ უფრო გააძლიერა ტანჯვა. მიწისძვრის შემდეგ მომხდარმა მეწყერებმა ბევრი ადამიანი დამარხა და მთის გზები ჩახერგა. ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ჯინტაო დაზარალებულ რეგიონს ეწვია. მან მაშველებს ნანგრევებში მოყოლილი ათასობით ადამიანის გადასარჩენად მაქსიმუმის გაკეთება მოსთხოვა: “თქვენ თქვენი ქმედებით, დაზარალებული რეგიონის ხალხს იმედს უსახავთ და რწმენას უძლიერებთ”. განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა. ნათესავები და მეგობრები აგრძელებენ ნანგრევებში მოყოლილი ახლობლების ძებნას. მაგრამ სამწუხაროდ მიწისძვრიდან უკვე რამდენიმე დღის გავლის შემდეგ სულ უფრო ნაკელბი იმედი რჩება იმისა, რომ ნანგრევებიდან ცოცხლებს ამოიყვანენ. ბეიჩუანში მაშველებს ხალხიც ეხმარება. გასულ პარასკევს ნანგრევებიდან ათი ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს: “ჯერ-ჯერობით მატი კონდიცია ნათელი არ არის, ვინაიდან ისინი სულ ახლახანს ამოვიყვანეთ ნანგრევებიდან. მათ შორის ერთი ქალი ძალზე მძიმე მდგომარეობაშია”. ამბობს ერთ-ერთი მაშველი ჟან ვეი. ეს მაშველები კი საათების განმავლობაში თხრიდნენ და ეძახდნენ ნანგრევებსი მოყოლილებს, მაგრამ საბოლოოდ ნათელი გახდა, რომ მათმა სამუსაომ ფუჭად ჩაიარა. დაღუპულთა ოფიციალური რიცხვი სულ უფრო იზრდება. ჯარისკაცებმა, რომლებიც მიწისძვრის ეპიცენტრში მუშაობდნენ, საძმო სასაფლაოში დაახლოებით ოთხმოცდაორი მსხვერპლი დამარხეს. რაც დაავადებების თავიდან აცილების მცდელობით იყო ნაკარნახევი. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარულმი ორგანიზაციები ხალხს სურსათით, კარვებით, წყლითა და მედიკამენტებით დახმარებას აღმოუჩენენ, ბევრ დაზარალებულამდე დახმარება მაინც ვერ აღწევს: “მე სუფთა წყალი უკვე რამდენიმე დღეა არ დამილევია”. გაბრაზებით ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული. ამ მამაკაცის მეუღლე მიწისძვრამ იმსხვერპლა. იგი მასწავლებელი იყო და სტიქიით განადგურებულ ერთ ერთ სკოლაში მუშაობდა. ახლა იაპონელი, სამხრეთ კორეელი და სხვა ქვეყნების წარმომადგენელი მაშველები ას ოცდაათ ათას ჩინელ ჯარისკაცთან ერთად მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში აწარმოებენ სამაშველო გათხრებს.
XS
SM
MD
LG