პრეზიდენტი ბუში, რომელიც დღეს ახლო არმოსავლეთიდან შინ მოეშურება არაბული ქვეყნების ლიდერებს ირანისა და სირიის მიერ წარმოებული პოლიტიკის უარყოფისკენ მოუწოდებს. ეგვიპტის ქალაქ შარმ ალ-შეიხში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა გასნაცხადა, რომ სირია და ირანი პოლიტიკურ და ეკონომიკურ თავისუფლებებს ზღუდავენ. მან არაბულ სამყაროს ირანის ბირთვულ პროგრამასთან და ჰამასთან დაპირისპირებისკენ მოუწოდა. მან აგრეთვე კიდევ ერთხელ გამოხატა პალესტინელებსა და ისრაელს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერაც. ბატონი ბუში ეგვიპტეში მყოფ ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვიცე-პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრის მოადგილესაც შეხვდა. შეხვედრისას პრეზიდენტმა ბუშმა ერაყში აღნიშნული პროგრესით კმაყოფილება გამოხატა, მაგრამ დასძინა, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.
პრეზ. ბუში ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობისას არაბული ქვეყნების ლიდერებს სირიისა და ირანის პოლიტიკის უარყოფისკენ მოუწოდებს
პოპულარული
1