ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი სენატორი ედვარდ კენედი საავადმყოფოშია


შეერთებული შტატების სენატის მნიშვნელობით მეორე სენატორი, დემოკრატი ედუარდ კენედი აპოპლექსიური დამბლის შედეგად საავადმყოფოში მოათავსეს. ამერიკის მოკლული პრეზიდენტის ჯონ კენედის ძმა, 76 წლის სენატორი, რომელიც ამ პოსტზე 1962 წლიდან იმყოფება, შინიდან ვერტმფრენის საშუალებით ბოსტონში მდებარე საავადმყოფოში გადააფრინეს. პირველადმა გამოკვლვლევამ გამოაჩინა, რომ სენატორს სისხლის ჩაქცევა არ ჰქონია და მის სიცოცხლეს პირდაპირი საშიშროება არ ემუქრება. შარშან კენედის კისრის დაბლოკილი არტერიის ოპერაცია გაუკეთეს. მემარცხენე ლიბერალი ედუარდ კენედი პრეზიდენტ ბუშის პოლიტიკის დიდი მოწინააღმდეგეა.
XS
SM
MD
LG