ბირმაში ამერიკის დახმარება და პირველადი მოხმარების საქონელი ჩადის. საჰაერო ძალების სამი თვითმფრინავი ტაილანდში მდებარე ამერიკული ბაიზდან რანგუნში ჩაფრინდა. თვითმფრინავებით სასმელი წყალი, თეთრეული, მწერების საწინააღმდეგო ბადეები და პირველადი მოხმარების საგნები ჩავიდა. ბირმის სამხედრო მთავრობა აქამდე უცხოელ დონორებს ქვეყანაში შესვლის უფლებას არ აძლევდა. მაგრამ სახეზეა ბირმის მოსახლეობის გაჭირვება. ბირმის სამთავრობო ტელევიზიის ცნობით, დაღუპულია 32 000 ადამიანი, 33 000 კი უგზო უკვლოდ არის დაკარგული. თუმცა სადამხმარებლო ორგანიზაციები ვარაუდობენ, რომ დაიღუპა 63 000დან 100 000მდე ადამიანი. გაეროს ინფორმაციით, დაახლოებით 1 ნახევარი მილიონი ადამიანი საჭიროებს დახმარებას. აშშ მზად არის ყველა ღონე იხმაროს ბირმელი ხალხის ტკივილის შესამსუბუქებლად. აშშ საერთაშორისო დახმარების ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჰენრიეტა ფორი აცხადებს, რომ ორგანიზაციამ 16 მილიონ ორასი ათასი დოლარი ჩარიცხა დახმარების ფონდში. გაეროს ჰუმანიტარული დახმარების ოფისის განცხადებით, ყველაზე დიდი მოთხოვნა კარვებსა და საძილე ტომრებზეა, მწერების საწინააღმდეგო ბადეებსა და სამედიცინო პროდუქტებზე. დახამრების მიწოდება მეტნაკლბეად ხერხდება იმათთვის ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. ჰენრიეტა ფორი ბირმის მთავრობას მოუწოდებს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება დაუშვას ქვეყანაში. აშშ და საერთაშორისო თანამეგობრობა მზად არიან მილიონობით დოლარის დახმარება გასწიონ ბირმელი ხალხის დასახმარელბად. ახლა ჯერი ბირმის მთავრობაზეა , რომელმაც სადამხმარებლო ორგანიზაციებს საშუალება უნდა მისცეს ბირმის დაზარალებულ რაიონებში შეაწიონ და გაჭირვებულებს დახმარების ხელი გაუწოდონ.
პოპულარული
1