ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ნატოს წევრ ქვეყნებს აფხაზეთში შექმნილი სიტუაციის გამწვავებაში ადანაშულებს


რუსეთმა ბრალი დასდო ნატოს წევრ სახელმწიფოებს აფხაზეთის რეგიონში შექმნილი სიტუაციის ესკალაციაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებმა და სხვა ქვეყნებმა, რომლებიც არ კონკრეტდება განცხადებაში, საქართველოს ფართო მასშტაბიანი სამხედრო დახმარება მიაწოდა, რამაც აფხაზეთის რეგიონში სამხედრო და პოლიტიკურ სფეროში ვითარება დაძაბა. რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურმა ალექსანდრე ზელინმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის ჩაყენებას. გუშინ ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა ბათუმში ღუზა ჩაუშვა. მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში ქართული და ამერიკული სამხედრო ხომალდები საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ შავ ზღვაში.
XS
SM
MD
LG