ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი საქართველოში წინასაარჩევნო პროცესის შესახებ


ვესაუბრებით ნიუ იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორს, ბატონ ლინკოლნ მიჩელს, რომელიც თავის აზრს გვიზიარებს საქართველოში წინასაარჩევნოდ არსებული მდგომარეობისა და ზოგადად, ამ არჩევნების მნიშვნელობის შესახებ. ჩემს კითხვაზე თუ როგორია მისი აზრი წინასაარჩევნო პროცესზე, პროფესორი მიჩელი გვპასუხობს, რომ სიტუაცია არაერთგვაროვანია. არის ინფორმაცია დაშინების, სარჩევნო სიების გაუმართაობის და ზეწოლის შემთხვევებზე. მიუხედავად ამისა, მისი როგორც დამკვირვებლის შეფასებით, სიტუაცია არ არის ძალიან ცუდი. მეტნაკლებად ყველას აქვს საშუალება ამომრჩევლამდე მიიტანოს თავისი სათქმელი. თუკი ასეთი რამ ხშირად არათანაბარი დოზით ხდება ვთქვათ მედიის საშუალებით, ოპოზიციურ პარტიებს მაინც აქვთ შესაძლებლობა ამომრჩეველს გააცნონ თავიანთი პლატფორმა. “რაც შეეხება მედია საშუალებებში არსებულ სიტუაციას, პრობლემები არსებობს. საქართველოში ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა ძლიერი დამოუკიდებელი მედია, ეს პრობლემა არჩევნების დროს განსაკუთრებით იჩენს თავს- აცხადებს ლინკოლნ მიჩელი, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ოპოზიციურ პარტიებს თავიანთი სათქმელი მაინც მიაქვთ ამომრჩევლამდე. ამას როგორ წარმოაჩენს სახელმწიფო მედია- ეს სხვა საკითხია, მაგრამ ოპოზიციას პროცესებში მონაწილეობის საშუალება და ხმის უფლება აქვს მინიჭებული.” “ამ არჩევნებით ჩემის აზრით ბევრი რამ გადაყწდება, პირველ რიგში ეს არის დღევანდელი მთავრობისთვის ერთგვარი ტესტი დემოკრატიულობისა. ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და აგრძელებს-“ საპაარლამენტო არჩევნების ნორმალური ჩატარებით ქვეყანამ უნდა მიიღოს საკანონმდებლო შტო, სადაც ყველას ექნება ხმის უფლება, ორგანო, რომელიც თავისი სიძლიერით და სიმტკიცით ცივილურად წინ აღუდგება და დაამარცხებს ბევრ პრობლემას. ნოემბრის მოვლენების დროს გამოიკვეთა ქვეყანაში გარკვეული დროის მანძილზე არსებული ნეგატიური პროცესების გავლენა, შემდეგ იანვრის არჩევნები და ახლა საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც უნდა დაამტკიცოს რომ საქართველო ერთგულია დემოკრატიული პრინციპებისა. საქართველოს შიდა პრობლემები--პოლიტიკური პროცესი თუ კონფლიქტები, მხოლოდ ერთი მხარეა იმისა, თუ რამდენად წარმატებით შეიძლება ქვეყანა განვითრდეს არჩევნების შემდეგ. აქ არის რუსეთის ფაქტორიც და რათქმა უნდა ამერიკისა და დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი. თუ არჩევნები წესიერად არ ჩატარდება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამერიკის და დასავლეთის რეაქცია. ეს რეაქცია და თვალსაზრისი უნდა იყო მიუკერძოებელი, რამეთუ ამერიკას არა მხოლოდ კონკრეტული მთავრობა არამედ მთელი ქართველი ერის განვითარება უნდა აინტერესებდეს. ამ ეტაპზე, ყველას, დასავლეთში სტაბილური ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება სურს, ქვეყნისა, რომელსაც საკუთარი თავის დაცვა შეუძლია. სწორედ ამ არჩევნების შედეგად, ამ მიზნის ირგვლივ გაერთიანებული საკანომნმდებლო ორგანო უნდა იქნას არჩეული, პარლამენტი, სადაც ნებისმიერი უთანხომოება ქვეყნის პრობლემებზე ერთიანი ძალებით, შეთანხმებით და მოლაპარაკებით გადაწყდება. იმედს ვიტოვებ, რომ ასეთ შემთხვევაში ყველას ერთად, არა მარტო ოპოზიციასა და მთავრობას, არამედ დასავლეთს, აშშ და საქართველოს ყველა კეთილისმსურველს ექნება შესაძლებლობა საქართველოს განვითარებაში შეიტანოს თავისი წვლილი.”
XS
SM
MD
LG