ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მრეწველები საქართველოს ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ


საპარლამენტო არჩევნებამდე , 21 მაისამდე 6 დღე დარჩა. საქართველოს უახლეს ისტორიაში არჩევნები არა მხოლოდ პირველად შუა კვირაში დაინიშნა და არა კვირა დღეს, არამედ პირველი არჩევნებია აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის გარეშე ”მაგალითად, მემარჯვენე ალიანსი - თოფაძე მრეწველები” იმ გარემოებას, რომ მათ მიერ წარდგენილი მაჟორიტარები მონაწილეობას არჩევნებში თითქმის რეკლამის გარეშე ღებულობენ, ხსნიან ზეწოლით.. მრეწველთა ლიდერის, ბ-ნი გოგი თოფაძის თქმით საქართველოში ჩამოყალიბდა მავნე ტრადიცია პოლიტიკური პროცესის, რომელსაც არჩევნებს ვეძახით და რომელსაც საზოგადოება ვერ მოერია. მისივე თქმით ცსკოს მიერ დასახელებული ამომრჩეველთა რაოდენობა {3. 500 000} უკვე იმის მაჩვენებელია, რაც უნდა მოხდეს არჩევნების შედეგების შეჯამებისას. გოგი თოფაძის თქმით მრეწველთა სიით 27 მაჟორიტარ-კანდიდატიდან რამდენიმემ : ქუთაისის, ბაღდადის, ონის და სხვა.. მაჟორიტატებმა თავიანთი კანდიდატურები მოხსნენს, მათზე განხორციელებული ზეწოლის გამო. ”ვინაიდან ჩვენს ხალხს აქვს მცირე ბიზნესი, მათზე, მათ ოჯახის წევრებზე ზეწოლა ძალიან ადვილია” - ამბობს ბ-ნი თოფაძე. მისივე თქმით, მრეწველებზე გამოკვეთილი ზეწოლის მიუხედავად მრეწველები პოზიციას არ შეიცვლიან და სოფლის მეურნეობის აღორძინებას განაგრძობენ. რამდენად შეძლებენ ამ გეგმების განხორციელებას მრეწველები პარლამენტში თავიანთი წარმომადგენლების გარეშე , ”ამერიკის ხმის” კითხვაზე გ.თოფაძე პასუხობს, რომ ეს გარემოება მათ ხელს ვერ შეუშლის... წინასაარცევნო სიტუაციის შესახებ საქართველოში მრეწველთა საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ყაჩეიშვილი ასახელებს იმ ფაქტს, რომ ”სანამ იყო აფხაზეთი, სამაჩაბლო, არ იყო მიგრაცია.. ამდენი ამომრჩეველი საქართველოში მაშინაც კი არ ყოფილა”...
XS
SM
MD
LG